Accentnews.ge
ISW: უკრაინამ კონტრშეტევითი ოპერაცია ფრონტის, სულ მცირე, სამ მონკვეთზე ჩაატარა

ISW: უკრაინამ კონტრშეტევითი ოპერაცია ფრონტის, სულ მცირე, სამ მონკვეთზე ჩაატარა

09/06/2023 06:43:22 მსოფლიო

ამერიკული ანალიტიკური ცენტრის "ომის შემსწავლელი ინსტიტუტის" (ISW) ინფორმაციით, უკრაინამ კონტრშეტევითი ოპერაცია ფრონტის, სულ მცირე, სამ მონკვეთზე ჩაატარა.

ISW-ს ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა 7 ივნისის ღამიდან ლოკალური, თუმცა მნიშვნელოვანი იერიში მიიტანეს ზაპოროჟიეს ოლქის დასავლეთში. მანამდე, 4 ივნისს უკრაინის ძალებმა ლოკალური კონრშეტევის შედეგად დონეცკის ოლქის დასავლეთ ნაწილში, ზაპოროჟიეს ოლქის საზღვართან ტაქტიკურ წარმატებას მიაღწიეს.

"ომის შემსწავლელი ინსტიტუტი" უკრაინის ოფიციალური პირების განცხადებებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინელი სამხედროები თავდაცვიდან შეტევაზე ბახმუტის მიმართულებით გადავიდნენ და ქალაქის ფლანგებზე გარკვეული წინსვლა აქვთ.

ბოლო დღეებში სხვადასხვა წყაროთი სულ უფრო მეტი ინფორმაცია ვრცელდება უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევის დაწყებაზე, თუმცა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს და გენერალურ შტაბს ეს ოფიციალურად არ განუცხადებიათ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S