უკრაინაზე რუსეთის მორიგ შეტევას მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა
09/06/2023 05:50:45 მსოფლიო
უკრაინაზე რუსეთის მორიგ შეტევას მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა. უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა წუხანდელი თავდასხმისას 6 ფრთოსანი რაკეტა და 16 უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენეს. სარდლობის ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს 4 რაკეტა და 10 "დრონი".
თავდასხმის გამო უკრაინის მთელ ტერიტორიაზე გამოცხადებული საჰაერო განგაში გამთენიისას შეწყდა. ამოქმედებული იყო საჰაერო თავდაცვის სისტემა.
აფეთქებები იყო ჟიტომირის, როვნოს და ლვოვის ოლქებში.
ჟიტომირის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსეთის სარაკეტო შეტევის შედეგად, სულ მცირე, 1 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა. დანგრეულია 6 და დაზიანებულია ათეულობით სახლი.


