Accentnews.ge
სუნაკს სურს, სტოლტენბერგი ნატო–ს გენმდივნის თანამდებობაზე უოლესმა შეცვალოს

სუნაკს სურს, სტოლტენბერგი ნატო–ს გენმდივნის თანამდებობაზე უოლესმა შეცვალოს

09/06/2023 05:46:56 მსოფლიო

დიდი ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრ რიში სუნაკს სურს, იენს სტოლტენბერგი ნატო–ს გენმდივნის თანამდებობაზე ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა შეცვალოს.

როგორც დასავლური მედია იუწყება, აღნიშნული საკითხი სუნაკმა ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში აშშ–ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან განიხილა.

ჟურნალისტების კითხვაზე, დადგა თუ არა დრო ბრიტანელი ლიდერობდეს ნატო–ს, ბაიდენმა შემდეგი განაცხადა:

"შესაძლებელია, მაგრამ ეს საკითხი ჯერ კიდევ გასარკვევია. ჩვენ გვჭირდება კონსენსუსი ნატოს შიგნით".

ცნობისთვის: დღეს იგი სტოლტენბერგი ვაშინგტონს ეწვევა, ხოლო ალიანსის ლიდერები 11-12 ივლისს ყოველწლიურ სამიტზე ლიტვაში შეიკრიბებიან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S