Bloomberg: აშშ უკრაინას დამატებით 2 მლრდ დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას გაუწევს
09/06/2023 05:24:57 მსოფლიო
აშშ-ს მზად აქვს უკრაინის გრძელვადიანი სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი, – იუწყება Bloomberg.
მისი ცნობით, მორიგი დახმარება 2 მილიარდ დოლარს აჭარბებს და უკრაინისთვის სარაკეტო სისტემებისთვის Hawk და Patriot ორი სახეობის საზენიტო რაკეტების შეძენას ითვალისწინებს.
პენტაგონის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან 2023 წლის მაისის ჩათვლით პერიოდში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 37,6 მილიარდ დოლარზე მეტის სამხედრო დახმარება გაუწია.


