Accentnews.ge
სუნაკი და ბაიდენი: უკრაინის მხარდაჭერა მრავალი წლის განმავლობაში გაგრძელდება

სუნაკი და ბაიდენი: უკრაინის მხარდაჭერა მრავალი წლის განმავლობაში გაგრძელდება

09/06/2023 05:10:14 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე განაცხადეს, რომ რუსეთთან მიმდინარე ომში უკრაინის მხარდაჭერა არ შესუსტდება.

"ვაშინგტონი კიევს საჭირო დახმარებას გაუწევს იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება, რადგან მოსკოვი აგრესიულ შეჭრას აგრძელებს", განაცხადა ბაიდენმა თეთრ სახლში გამართულ პრეს–კონფერენციაზე.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, კიევის დახმარება მრავალი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

"უკრაინის მხარდამჭერებმა მკაფიო სიგნალი უნდა მისცენ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, რომ არ უნდა ჰქონდეს კიევისთვის დახმარების შეწყვეტის იმედი", – დასძინა მან.

გარდა ამისა, ორი ქვეყნის ლიდერებმა მხარი დაუჭირეს ახალ „ატლანტიკურ დეკლარაციას“, რომელიც მიზნად ისახავს თანამშრომლობის გაფართოებას ორი ქვეყნის წინაშე მდგარი ეკონომიკური პრობლემების გადაჭრაში. გეგმის მიხედვით, დიდი ბრიტანეთი და აშშ გააძლიერებენ მიწოდების ჯაჭვებს, განავითარებენ სამომავლო ტექნოლოგიებს და ინვესტიციებს განახორციელებენ ერთმანეთის ინდუსტრიებში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S