Accentnews.ge
რუმინეთი რუსეთის საელჩოში თანამშრომლების რაოდენობას ანახევრებს

რუმინეთი რუსეთის საელჩოში თანამშრომლების რაოდენობას ანახევრებს

08/06/2023 17:28:11 მსოფლიო

ბუქარესტმა მოკოვს რუმინეთში რუსეთის საელჩოში თანამშრომლების რაოდენობის განახევრება მოსთხოვა იმ მოტივით, რომ იგი რუსეთში რუმინეთის დიპლომატიური მისიის თანამშრომელთა რაოდენობას უნდა შეესაბამებოდეს.

უცხოური მედიის ცნობით, ამ მოთხოვნის შემდეგ რუსეთს თანამშრომელთა რაოდენობა 50 კაცით უნდა შეემცირებინა, მაგრამ იმის გამო, რომ ყველა საშტატო ერთეული შევსებული არ არის, რუმინეთს 11 რუსი დიპლომატი და ტექნიკურ-ადმინისტრაციული პერსონალის 29 თანამშრომელი დატოვებს, რაც ჯამში შტატის ნახევარს აღემატება.

დათხოვნილ თანამშრომლებს რუმინეთის დასტოვებლად 30 დღე მიეცათ.

ამასთან, როგორც რუმინეთის საგარეო უწყება აღნიშნავს, რუსული დიპლომატიური მისიის თანამშრომელთა შემცირება უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ბუქარესტსა და მოსკოვს შორის ურთიერთობების მიმდინარე მდგომარეობას ასახავს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S