
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიება „მეორე საერთაშორისო კონფერენცია: ადრეული განათლება და ზრუნვა“ გაიხსნა
08/06/2023 13:13:40 რეგიონები, რეკლამა
დღეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიება „მეორე საერთაშორისო კონფერენცია: ადრეული განათლება და ზრუნვა“ (Second International Conference: Early Childhood Education and Care) გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
კონფერენცია ტარდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოში (UNICEF Georgia), იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსა (JICA) და სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორობით.
კონფერენციის თემაა „თამაში: ხარისხიანი ადრეული განათლებისა და ზრუნვის საფუძველი“.
კონფერენციის მიზანია, ხელი შეუწყოს აკადემიურ დისკუსიასა და ცოდნის გაზიარებას ადრეული განათლებისა და ზრუნვის ხარისხის, წვდომისა და ინკლუზიის საკითხებზე.
ორდღიანი კონფერენცია თავს მოუყრის პროფესორებს, მკვლევრებსა, სტუდენტებს და პრაქტიკოსებს სკოლამდელი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან. ასევე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი მთავრობის წევრებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, წარმომადგენლებს გაეროს სააგენტოებიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან.
2023 წელს კონფერენციაში 100 -ზე მეტი საერთაშორისო და ადგილობრივი მოხსენება იქნება წარმოდგენილი.