Accentnews.ge
პუტინმა ხერსონში ჩასვლა გადაიფიქრა

პუტინმა ხერსონში ჩასვლა გადაიფიქრა

08/06/2023 11:52:22 მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტი კახოვკის ჰესის დამბის აფეთქების შედეგად სტიქიური უბედურების ზონად ქცეული ხერსონის ოკუპირებული ოლქის მონახულებას არ გეგმავს, - განუცხადა მედიას პუტინის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა.

"მუდმივად ვიღებთ მოხსენებებს სტიქიის ადგილიდან. ჩვენი დაჯგუფება იქ გაშლას განაგრძობს. ჩვენი მაშველები მუხლჩაუხრელად მუშაობენ" - განაცხადა კრემლის პრეს-სპიკერმა.

ცნობისთვის: ხერსონის ოლქში დღეს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იმყოფებოდა. მან, კერძოდ, ის საბორნე გადასასვლელი მოინახულა, რომლითაც მოსახლეობის ევაკუაცია ხორციელდება. ზელენსკიმ მაშველებსა და მოხალისეებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ამ ეტაპზე მთავარ ამოცანას ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა წარმოადგენს.

როგორც ცნობილია, 6 ივნისს ღამით, უკრაინის ხერსონის ოკუპირებულ ოლქში, ახალი კახოვკის რაიონში კახოვკის ჰესის ზედა ნაწილი აფეთქების შედეგად ჩამოინგრა. ათობით დასხალებული პუნქტი, მათ შორის, ხერსონი და ახალი კახოვკა წყალმა დაფარა. ამ დროისთვის სტიქიის ზონიდან ათასობით მოაქალაქეა ევაკუირებული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S