Accentnews.ge
Bloomberg: რუსული ელიტა ომით გადაიღალა და პუტინის აღარ სწამს

Bloomberg: რუსული ელიტა ომით გადაიღალა და პუტინის აღარ სწამს

08/06/2023 11:44:27 მსოფლიო

რუსული ელიტა ომისგან გადაიღალა, მას ში პრეზიდენტ პუტინისადმი უნდობლობა იზრდება. ამასთან, ელიტაში ეჭვი ეპარებათ, პუტინმა ომი შეაჩეროს., - წერს Bloomberg ვითარებაში ჩახედულ 7 სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით.

კრემლისთვის საუკეთესო ვარიანტად ყველაზე ოპტიმისტურად განწყობილი წყაროებიც კი წლის ბოლოსთვის კონფლიქტის გაყინვასა და მოლაპრაკებების დაწყებას ასახელებენ, რომლის შედეგად პუტინი დაბყრობილი ტერიტორიების ნაწილს მაინც შეინარჩუნებდა და ამას "გამარჯვებად" გაასაღებდა.

თავად გამოცემა აღნიშნავს, რომ მართალია, ომთან დაკავშირებით პუტინს ღია პროტესტს ელიტა ამ დრომდე ვერ უცხადებს, თუმცა მასში, როგორც ლიდერში, სადღეისოდ გაცილებით ნაკლები ნაწილია დარწმუნებული, ვიდრე ომამდე.

"ელიტა ჩიხშია მომწყვდეული: ერთის მხრივ, პროტესტის გამოხატვის ეშინია, ხოლო მეორეს მხრივ - უაზრო ომის გამო განტევების ვაცად ქცევის" - განუცხადა Bloomberg-ს რუსეთის მთავრობის ყოფილმა მრჩეველმა კირილ როგოვმა, რომელმაც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ქვეყანა დატოვა.

Bloomberg-ი ომის პერსპექტივებთან დაკავშირებით რუსული ელიტის განწყობას "მზარდ იმედგაცრუებად" აღწერს და იქვე დასძენს, რომ უკვე დაწყებულია საბრძოლო წარუმატებლობების ერთმანეთისთვის გადაბრალებების მცდელობები.

"რუსეთის ტერიტორიის შიგნით უპილოტოების თავდასხმებმა დაუცველობის შეგრძნება გაამძაფრა, ხოლო საბრძოლო მოქმედებების ბელგოროდის ოლქზე გადასროლა გამოწვევად იქცა პუტინის, როგორც რუსეთის უსაფრთხოების გარანტის იმიჯისთვის. შექმნილ ვითარებაში მათაც კი, ვინც უკრაინაში შეჭრას მხარს უჭერდა, ამ ომში რუსეთის პერსპექტივებში რწმენა დაკარგა" - აღნიშნავენ Bloomberg-ის წყაროები.

ერთ-ერთმა მათგანმა სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა კონსტანტინე ზატულინმა უკვე საჯაროდ განაცხადა რუსეთის მიერ უკრაინაში ვერცერთი დასახული მიზნის ვერმიღწევის შესახებ.

"ელიტის წარმომადგენლების უმრავლესობა სადღეისოდ დუმილს ამჯობინებს, რადგან დარწმუნებულია, რომ ვითარებაზე გავლენას ვერ მოახდენს, პუტინს კი ომის დასრულება აშკარად არ სურს" - დასძენს Bloomberg-ი.

ცნობისთვის: მოსკოვიდან უკვე რამდენჯერმე გაჟღერდა განცხადებები მეომარ მხარეებს შორის მოლაპარაკებების დაწყების აუცილებლობის თაობაზე. მსოფლიო ანალიტიკოსების აზრით, ეს იმაზე მიუთითებს, რომ მოსკოვს ფრონტზე შემდგომი წარმატებების იმედი გადაეწურა და ცდილობს, კონფლიქტის გაყინვას მიაღწიოს, რათა ამ დროისთვის ოკუპირებული ტერიტორიების შენარჩუნება რუსეთის მოსახლეობას გამარჯვებად მიასაღოს. უკრაინის ხელისუფლებამ კი უკვე არაერთგზის განაცხადა, რომ მისთვის მიუღებელია ნებისმიერი წინადადება, რომელიც ტერიტორიების თუნდაც მცირე ნაწილის დაკარგვას ან კონფლიქტის გაყინვას ითვალისწინებს.

სამწუხაროდ, მოსკოვის გზავნილებს აჟღერებს საქართველოს ხელისუფლებაც. კერძოდ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკვე არერთგზის გააკეთა განცხადება, რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასასრულებლად მოლაპარაკებების დაუყოვნებლივ დაწყების აუცილებლობის შესახებ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S