დოდონი მოუწოდებს მოლდოვის ხელისუფლებას, "ქართულ ოცნებას" მიბაძოს
08/06/2023 06:53:04 მსოფლიო
მოლდოვის პრორუსი ექ-პრეზიდენტი იგორ დოდონი რესპუბლიკის ამჟამინდელ ხელისუფლებას მოუწოდებს, "მაგალითი აიღოს საქართველოს ხელისუფლებისგან, რომელმაც რუსეთთან ურთიერთოების გაწყვეტაზე უარი განაცხადა და მოსკოვთან დაახლოებაზე აიღო კუირსი"
"იმ პირობებში, როდესაც დასვლეთს რუსეთის წინააღმდეგ სანქციები აქვს დაწესებული, მოლდოვის ხელისუფლებამ რუსეთში თავისუფალი ექსპორტი უნდა დაიწყოს და საქონელი როგორც დასავლეთს, ისე რუსეთს მიაწოდოს როგორც ამას საქართველოს ხელისუფლება აკეთებს. ეს მოლდოვურ ეკონომიკას წაადგებოდა. ხოლო ჩვენი ხელისუფლების განცხადებები იმის შესახებ, რომ დსთ-სთან არსებული ხელშეკრულებები უნდა გაუქმდეს იმის გამო, რომ ისინი ევროინტერგაციას ეწინააღმდეგება, სიცრუეა. ასეთი ნაბიჯი მოლდოვური ეკონომიკისთვის სასიკვდილო შეიძლება, აღმოჩნდეს. რა გვეშველება რუსული ბაზრის გარეშე, სად გავასაღოთ ჩვენი საქონელი? - ევროპა მას არ იყიდის! ასევე სიცრუეა მოლდოვის ამჟამინდელი ხელისუფლების განცხადებები, თითქოს ჩვენი ქვეყანა ევროკავშირში 2030 წლისთვის გაწევრიანდება. მოლდოვას ევროკავშირში არასოდეს მიიღებენ, - იქ საკუთარი პრობლემები ჰყოფნით და მთელი რიგი დგას ქვეყნებისა, რომლებიც გაწევრიანებას ელიან" - განაცხადა დოდონმა.
სამწუხაროდ, ანალოგიური ყალბი კრემლისტური ნარატივები, რომლებიც ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური კურსის ჩაგდებაზეა მიმართული, სისტემატიურად გვესმის ბოლო პერიოდში საქართველოს მოქმედი ხელისუფლებისა და ღიად პრორუსული ძალების წარმომადგენლებისგან. ეს ანტიდასავლური პროპაგანდა განსაკუთრებით გააქტიურდა უკრაინის ომის ფონზე და რაც უფრო ცუდად მისდის ფრონტზე საქმე რუსეთს, მით უფრო მძლავრდება.
ცნობისთვის: იგორ დოდონი მოლდოვას 2016-2020 წლებში მართავდა. კომუნისტური პარტიის წევრი, ამასწინათ იგი ოპოზიციური სოციალისტური პარტიის სათავეში დაბრუნდა.


