Accentnews.ge
TI-ს ინიციატივა: დეკლარაციის შევსება უფრო მეტ საჯარო მოხელეს დაევალოს

TI-ს ინიციატივა: დეკლარაციის შევსება უფრო მეტ საჯარო მოხელეს დაევალოს

08/06/2023 09:03:01 საზოგადოება

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" (TI) საკანონმდებლო წინადადებაა, პარლამენტმა მიიღოს კანონი, რომლითაც გაიზრდება იმ თანამდებობის პირების ჩამონათვალი, რომელთაც ქონებრივი მდგომარეობის შესახებ მონაცემების საჯაროდ გამოქვეყნება მოუწევთ. ორგანიზაციის მიერ 8 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში ასევე წერია, რომ საჭიროა დეკლარაციაში შესატანი ინფორმაცია უფრო დეტალური გახდეს.

"დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებისგან გათავისუფლებული არიან ისეთი პირები, რომელთა თანამდებობებიც ინტერესთა კონფლიქტის, პოტენციური კორუფციის და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების მომეტებულ რისკს შეიცავს", - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" ითხოვს:

  • დეკლარაციის შევსების ვალდებულება ჰქონდეთ: ანტიკორუფციულ საქმეთა გამომძიებლებს, სახელმწიფო-პოლიტიკური და პოლიტიკური თანამდებობის პირთა მრჩევლებს, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეებს, იმ საწარმოს ხელმძღვანელს და მის მოადგილეს, რომლის აქციათა ან წილის 50 და მეტ პროცენტს ფლობს სახელმწიფო ორგანო და ა.შ.;
  • თანამდებობის პირებს დაევალოთ შეიტანონ ინფორმაცია სრულწლოვანი შვილების ქონების და შემოსავლის შესახებ, ასევე კრიპტოვალუტისა და საბოლოო მესაკუთრეობის შესახებ;
  • დეკლარაციაში მითითებული ინფორმაციის გადამოწმების საფუძველი გახდეს მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია და ანონიმური განცხადება.

"საკანონმდებლო წინადადებით გათვალისწინებული ცვლილებების მიღება და მათი პრაქტიკაში ამოქმედება გააუმჯობესებს თანამდებობის პირთა გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ხარისხს", - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

დღევანდელი კანონმდებლობით მინისტრები, მინისტრის მოადგილეები, პარლამენტის წევრები, მერები და სხვა მაღალი თანამდებობის მქონე პირები ვალდებული არიან წელიწადში ერთხელ შეავსონ დეკლარაცია. შევსებული მონაცემები საჯაროა და ქვეყნდება საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S