ბრიტანული დაზვერვა: ფრონტის მიმართულებების უმრავლესობაზე ინიციატივას უკრაინა ფლობს
08/06/2023 08:25:08 მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის მონაცემებით, უკრაინაში, ფრონტის სხვადასხვა მონაკვეთზე სასტიკი ბრძოლა უკიდურესად რთული ოპერატიული ვითარების პირობებში გრძელდება. მისი ცნობით, მიმართულებების უმრავლესობაზე ინიციატივას უკრაინა ფლობს.
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს შეფასებით, როგორც ჩანს, რუსეთის არმიას ნაბრძანები აქვს შეტევას რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნდეს.
ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, ჩეჩნეთის ქვედანაყოფების მიერ დონეცკის ოლქის დასახლებული პუნქტის, მარიევკის იერიშით აღების მცდელობა წარუმატებელი იყო.


