მედია - ოკუპირებულ ხერსონში 14 000 სახლი დაიტბორა, ევაკუირებულია 4 300-მდე ადამიანი
08/06/2023 07:07:10 მსოფლიო
რუსეთის მიერ ოკუპირებულ ხერსონში 14 000 სახლი დაიტბორა, ევაკუირებულია 4 300-მდე ადამიანი, - ინფორმაციას რუსული მედია ოკუპირებული ხერსონის ოლქის სამხრეთ ნაწილის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამსახურებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის განადგურების შემდეგ 14 000-მდე სახლი დაიტბორა და თითქმის 4 300 ადამიანი ევაკუირებულია",- აცხადებენ ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამსახურებში.
მისი ცნობით, მედიკოსებს დახმარების აღმოჩენის მიზნით 23-მა ადამიანმა მიმართა.


