Accentnews.ge
უკრაინის გენშტაბი: კახოვკას ჰესის აფეთქებით რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დანაკარგი განიცადეს

უკრაინის გენშტაბი: კახოვკას ჰესის აფეთქებით რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დანაკარგი განიცადეს

08/06/2023 06:10:56 მსოფლიო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების შედეგად რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დანაკარგი განიცადეს.

გენერალური შტაბის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, რუსეთის მე-7 სადესანტო-მოიერიშე დივიზიაში და არმიის 22-ე კორპუსში არიან დაღუპულები, დაშავებულები და დაკარგულები. გენშტაბის მონაცემებში, მათი რაოდენობა დასახელებული არ არის. უკრაინის გენშტაბის ცნობით, ამ ქვედანაყოფებმა დაკარგეს საბრძოლო მასალების და სურსათის რამდენიმე საველე საწყობი, საავტომობილო და ჯავშანტექნიკა და სხვა სამხედრო ქონება.

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, 6 ივნისს, როცა ქალაქ კახოვკადან საკუთარი ავტომანქანებით მშვიდობიანი მოქალაქეების მასობრივად გასვლა დაიწყო, მათი საევაკუაციო მარშრუტებით ისარგებლეს რუსეთის საოკუპაციო ძალების სამხედროებმაც და სამოქალაქო პირები ცოცხალ ფარად გამოიყენეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S