Accentnews.ge
ტაჯიკეთმა რუსეთთან ეკონომიკური კავშირშის წევრობაზე უარი განაცხადა

ტაჯიკეთმა რუსეთთან ეკონომიკური კავშირშის წევრობაზე უარი განაცხადა

07/06/2023 19:00:25 მსოფლიო

კრემლის მცდელობები, ცენტრალურ აზიაში გავლენა შეინარჩუნოს, იქაური პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების ხელმძღვანელობების მხრიდან სულ უფრო მძლავრ წინააღმდეგობას აწყდება.

ყაზახეთის კვალდაკვალ, რომლის ლიდერმა ტოკაევმა რუსეთ-ბელარუსის ე.წ საკავშირო სახელმწიფოში გაწევრიანების წინადადებას ფაქტობრივად დაცინვით უპასუხა, მოსკოვთან თანამშრომლობის ფორმატის ამგვარ გაფართოებაზე უარი თქვა ტაჯიკეთმაც.

დუშანბე ევრაზიის ეკონომიკურ კავშირთან შესაძლო მიერთების საკითხს არც განიხილავს, - განაცხადა დღეს ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა შოხინ სამადიმ ამ დღეებში ტაჯიკეთში ვიზიტად მყოფი რუსეთის მთავარი დიპლომატის სერგეი ლავროვის განცხადების კომენტირებისას.

ცნობისთვის: ლავროვმა ცენტრალურ აზიას "კრემლსა და კოლექტიურ დასავლეთს შორის დაპირისპირების ახალი ფრონტი" უწოდა და განაცხადა, რომ ტაჯიკეთი "გახდება ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი".

"დასავლეთი ცდილობს, რეგიონის პოლიტიკურ-ეკონომიკური ლანდშაფტი საკუთარ თავზე მოირგოს, სთავაზობს რა რესპუბლიკებს თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმატებს. მოსკოვში ვიმედოვნებთ, რომ ტაჯიკეთის ხელისუფლება, საბოლოო ჯამში, გააცნობიერებს ევრაზიულ ეკკონომიკურ კავშირთან მიერთებისგან მომდინარე სარგებელს და სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს" - განაცხადა დუშანბეში ყოფნისას რუსეთის მთავარმა დიპლომატმა.

თუმცა როგორც მოგვიანებით შოხინ სამადიმ აღნიშნა, ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში ტაჯიკეთის წევრობის საკითხი არც ლავროვის პრეზიდენტ ემომალი რახმონთან შეხვედრაზე განხილულა, არც ტაჯიკ კოლეგა სიროდიჯინ მუხრიდინთან მოლაპარაკებებისას.

"დუშამბეში გამართული შეხვედრების დროს აქცენტი მხოლოდ და მხოლოდ სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული თანამშრომლობის, რეგიონული უსაფრთხოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში ურთიერთქმედების საკითხებზე გაკეთდა" - აღნიშნა მან.

ცნობისთვის: ევრაზიის ეკონომიკური კავშირი სადღეისოდ 4 პოსტსაბჭოთა რესპუბლიკას - ბელარუსს, სომხეთს, ყაზახეთსა და ყირგიზეთს აერთიანებს. ტაჯიკეთის აგიტაციას, კავშირს შეუერთდეს, მოსკოვი 2015 წლიდან უშედეგოდ აწარმოებს: დუშანბე აქტიურად ზრდის ვაჭრობას ჩინეთთან, რომელიც რუსეთს რეგიონიდან თანმიმდევრულად დევნის. მართალია, რუსეთი ტაჯიკეთისთვის ამ დრომდე უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად რჩება, მაგრამ მისი წილი თანდათან მცირდება, ჩნეთისა და კი პირიქით იზრდება და სადღეისოდ თანაფარდობა 25%-ს შეადგენს 18%-ის წინააღმდეგ.

კიდევ უფრო მეტად აქვს მოკიდებული ამ კუთხით ჩინეთს ფეხი ყირგიზეთში, რომლის საგარეო ვაჭრობაში პეკინზე 40% მოდის, ხოლო რუსეთზე - 25%. უზბეკეთში ეს თანაფარდობა 22%-ს შეადგენს 18%-ის წინააღმდეგ, ხოლო ყაზახეთის საგარეო ვაჭრობაში რუსეთისა და ჩინეთის წილები დაახლოებით ტოლია და სადღეისოდ 18%-18%-ს შეადგენს, მაგრამ რესპუბლიკის ხელისუფლებას ღიად აქვს გაცხადებული პეკინთან თანამშრომლობის ინტენსიური გაფართოების კურსი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S