Accentnews.ge
პრიგოჟინი: თავდაცვის სამინისტრო ტაქტიკური ბირთვული იარაღით დარტყმას თავად რუსეთზე გეგმავს

პრიგოჟინი: თავდაცვის სამინისტრო ტაქტიკური ბირთვული იარაღით დარტყმას თავად რუსეთზე გეგმავს

07/06/2023 18:32:13 მსოფლიო

კერძო გასამხედროებული დაჯგუფება "ვაგნერის" ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან დაპირისპირებას განაგრძობს და ირწმუნება, რომ უწყებას დაგეგმილი აქვს ტაქტიკური ბირთვული იარაღით დარტყმა თავად რუსეთის ტერიტორიაზე განახორციელოს.

მისივე მტკიცებით, ბირთვული პროვოკაციის სამიზნედ შესაძლოა, უკრაინის მოსაზღვრე ბელგოროდის ოლქი იქცეს, რომელზეც მაისის თვიდან მოყოლებული "უკრაინელი დივერსანტების" შეტევები ხორციელდება.

"ვშიშობ, საკუთარ ტერიტორიაზე ბირთვული ბომბიკოს ჩამოგდებას არ გეგმავდნენ ეს ნაძირლები. შემთხვევით ამიტომ ხომ არ ვტოვეთ ბელგოროდის ოლქს და დივერსანტებს რუსეთის ტერიტორიაზე წინ წაწევის შესაძლებლობას ვაძლევთ, რომ სხვისი ტერიტორიის დაბომბვის გვეშინია, საკუთარს კი შეგვიძლია დავარტყათ და მთელს მსოფლიოს ვუჩვენოთ რამდენად ავადმყოფები ვართ ფსიქიკურად?" - განაცხადა პრიგოჟინმა.

რაც შეეხება ტაქტიკური ბირთვული იარაღის უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე გამოყენებას, "ვაგნერელების" ლიდერი დარწმუნებულია, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას სარკისებრი პასუხის შეეშინდება და ამის გამბედაობა არ ეყოფა. "ყველამ მშვენივრად ვიცით, ბირთვული ბომბი რომ უცხო ქვეყანაში ჩავაგდოთ, სულ რამდენიმე წუთში რუსეთის ტერიტორიაზე რამდენიმე ასეთივეს მივიღებთ საპასუხოდ" - დასძინა პრიგოჟინმა.

მანამდე რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა ბიურომ უკრაინის დაზვერვა რუსეთის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის გამოყენებით ტერქატების მზადებაში დაადანაშაულა.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის ბელგოროდის ოლქი უკვე კვირაზე მეტია, პარტიზანების რეიდებსა და მასირებულ ცეცხლს არის დაქვემდებარებული. მოსახლეობა ევაკუირებულია, პრიგოჟინი კი პირობას დებს, რომ ოლქში "თავის ბიჭებს" შეიყვანს, თუკი რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ვითარებაზე კონტროლის დამყარებას კვლავ ვერ შეძლებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S