Accentnews.ge
ჩინეთში აშშ-ის ელჩი: იმედი მაქვს, ჩინეთი დაარწმუნებს რუსეთს, შეწყვიტოს ომი

ჩინეთში აშშ-ის ელჩი: იმედი მაქვს, ჩინეთი დაარწმუნებს რუსეთს, შეწყვიტოს ომი

07/06/2023 18:26:34 მსოფლიო

ჩინეთში აშშ-ის ელჩი ნიკოლას ბერნსი იმედოვნებს, რომ ჩინეთი დაარწმუნებს რუსეთს, შეწყვიტოს ომი.

"ვიმედოვნებ, რომ ჩინეთი სწორ არჩევანს გააკეთებს და დაარწმუნებს რუსეთს, დაიცვას საერთაშორისო სამართალი, გაიყვანოს თავისი ჯარები და აღადგინოს უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა", - განაცხადა დიპლომატმა.

ბერნსი ამბობს, რომ მსოფლიო ჩინეთისგან მსგავს ქმედებას ელის.

მარტში ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი მოსკოვში იმყოფებოდა. სი ძინპინი რუსეთის დედაქალაქში სამდღიანი ვიზიტით იყო ჩასული. "ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის" ცნობით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ჩინეთის ლიდერთან უფრო მჭიდრო ორმხრივ ურთიერთობაზე ვერ შეთანხმდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S