
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტად როინ მეტრეველი აირჩიეს
07/06/2023 16:22:21 საზოგადოება
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტად აკადემიკოსი როინ მეტრეველი აირჩიეს. აღნიშნულ თანამდებობაზე მეტრეველმა გიორგი კვესიტაძე შეცვალა.
ისტორიკოსი, მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე როინ მეტრეველი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა.
როინ მეტრეველი საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი იყო 1990-1991 წლებში. 1991-2004 წლებში იკავებდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობას.
როინ მეტრეველის სახელთან არის დაკავშირებული ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის გამოცემა. იგი ავტორია 300-ზე მეტი წიგნისა და ნაშრომისა.