Accentnews.ge
ერდოღანი კახოვკას კაშხლის აფეთქების გამოსაძიებლად რუსეთის, უკრაინის, თურქეთისა და გაერო-ს მონაწილეობით კომისის შეიქმნის ინიციატივით გამოდის

ერდოღანი კახოვკას კაშხლის აფეთქების გამოსაძიებლად რუსეთის, უკრაინის, თურქეთისა და გაერო-ს მონაწილეობით კომისის შეიქმნის ინიციატივით გამოდის

07/06/2023 14:17:34 მსოფლიო

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი კახოვკას კაშხლის აფეთქების გამოსაძიებლად რუსეთის, უკრაინის, თურქეთისა და გაერო-ს მონაწილეობით კომისის შეიქმნის ინიციატივით გამოდის.

თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, "ერდოღანმა უკრაინელ კოლეგა ვოლოდიმირ ზელენსკისა და რუს კოლეგა ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბრისას უკრაინაში მიმდინარე ომის თემა და კახოვკას ჰესის აფეთქების მიუკერძოებელი გამოძიების მნიშვნელობა განიხილა".

თურქული მხარის ცნობით, ერდოღანმა პუტინთან საუბარისას მარცვლეულის შეთანხმების გაგრძელების მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ერთობლივი ძალისხმევით მიღწეული შეთანხმება გლობალური სასურსათო კრიზისის მოგვარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბრისას თურქეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ საომარი მოქმედებების ფონზე შეუძლებელია ადამიანური მსხვერპლის თავიდან აცილება, ამიტომ მნიშვნელოვანია მოლაპარაკებების განახლების საკითხზე კონცენტრირება. მისი თქმით, ანკარა გააგრძელებს მტკიცე ძალისხმევას სამართლიანი მშვიდობის მისაღწევად.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S