Accentnews.ge
რუსეთში სახელმწიფო მოხელემ კომისარიატის შენობას "მოლოტოვის კოქტეილები" ესროლა

რუსეთში სახელმწიფო მოხელემ კომისარიატის შენობას "მოლოტოვის კოქტეილები" ესროლა

07/06/2023 12:48:36 მსოფლიო

რუსეთის ქალაქ ვლადიმირში ადგილობრივმა სახელმწიფო მოხელემ კომისარიატის შენობას სამი "მოლოტოვის კოქტეილი" ესროლა, – ამის შესახებ ინფორმაციას ტელეგრამ–არხები Baza და Shot ავრცელებენ.

მათი ცნობით, ხანძარი ლიკვიდირებულია, მოხელე კი პოლიციამ დააკავა.

რატომ სცადა 55 წლის ჟანა რომანოვსკაიამ სამხედრო კომისარიატისთვის ცეცხლის წაკიდება ჯერ–ჯერობით უცნობია.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ რუსეთში სამხედრო კომისარიატების გადაწვა არაერთხელ სცადეს.

რუსეთის გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ სამხედრო კომისარიატების დაწვის შემთხვევები ტერორისტულ თავდასხმებად ითვლება და თავისუფლების 15 წლამდე აღკვეთით ისჯება. პირველი განაჩენი, რომლითაც სამხედრო კომისარიატის დაწვა ტერორისტულ თავდასხმად იქნა კვალიფიცირებული, 2023 წლის იანვრის ბოლოს გამოიტანეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S