Accentnews.ge
მალიარი: უკრაინელი სამხედროები ბახმუტის მიმართულებით თავდაცვიდან შეტევაზე გადავიდნენ

მალიარი: უკრაინელი სამხედროები ბახმუტის მიმართულებით თავდაცვიდან შეტევაზე გადავიდნენ

07/06/2023 11:07:31 მსოფლიო

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი აცხადებს, რომ უკრაინელი სამხედროები ბახმუტის მიმართულებით თავდაცვიდან შეტევაზე გადავიდნენ.

„ბახმუტის მიმართულებით ჩვენი ჯარები თავდაცვიდან შეტევაზე გადავიდნენ. გასული დღის განმავლობაში ბახმუტის მიმართულების სხვადასხვა მონაკვეთზე 200-დან 1100 მეტრამდე წინსვლა განვახორციელეთ. მტერი ამ მიმართულებით გადავიდა თავდაცვაზე და ცდილობდა ოკუპირებული პოზიციის შენარჩუნებას. ამჟამად მტერი ამ მიმართულებით სიღრმიდან თავის რეზერვებს იყენებს დაცვის მიზნით“, - განაცხადა მან.

მალიარის თქმით, „ვაგნერის“ დაქირავებული მებრძოლები ზოგ ადგილას, ქვედანაყოფებში რჩებიან, მაგრამ რუსეთის მხარეს საომარი მოქმედებების ძირითადი ტვირთი ამჟამად რუსეთის ფედერაციის რეგულარულ არმიაზეა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S