
თეატრალური ფესტივალის ფარგლებში საქართველოს ჯონ მალკოვიჩი ეწვევა
07/06/2023 10:31:33 საზოგადოება
თეატრალური ფესტივალის ფარგლებში თბილისს მსახიობი ჯონ მალკოვიჩი ეწვევა.
ინფორმაციას fortuna.ge-ს თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე მაკა ნასრაშვილი უდასტურებს.
თეატრალური ფესტივალის სპექტაკლებს შორის უკვე ასახულია მისი მონაწილეობით სპექტაკლი „ბამბის მინდვრების სიმარტოვეში“, რომელიც 7 და 8 ოქტომბერს გრიბოედოვის თეატრში გაიმართება და მასზე დასასწრები ფასი 95 ლარიდან იწყება.
საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 22 სექტემბრიდან- 18 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება და ის პოლონეთის, ლატვიის, ესპანეთის, ბელგიის, გერმანიის, უკრაინის დასებს უმსაპინძლებს.