Accentnews.ge
ახალციხის მუნიციპალიტეტში ყირიმ-კონგოს ცხელებით 60 წლის კაცი გარდაიცვალა

ახალციხის მუნიციპალიტეტში ყირიმ-კონგოს ცხელებით 60 წლის კაცი გარდაიცვალა

07/06/2023 10:02:29 საზოგადოება

საქართველოში ყირიმ-კონგოს ცხელებით დაავადებული რვა ინფიცირებულიდან ერთი გარდაიცვალა. 60 წლის კაცი ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალთბილაში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. მან ახალციხის კლინიკას 1 ივნისს მიმართა.

"რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, კლინიკაში მიღებისთანავე არსებული მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით ინფიცირებული თბილისის კლინიკაში გადაამისამართეს, სადაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინიციატივით კვლევა ჩაუტარდა. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ კაცს მაღალი ტემპერატურა და მუცლის ტკივილი ჰქონდა, მათ კი ეგონათ, რომ ეს ინტოქსიკაციის შედეგი იყო.

ბოლო რამდენიმე კვირაა სამცხე-ჯავახეთის სამ მუნიციპალიტეტში ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება გავრცელდა. ადამიანთა ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა ახალციხის სოფლებში - მუსხსა და წყალთბილაში, ასპინძის სოფელ ტოლოშსა და ადიგენის სოფელ ნაქურდევში.

პირველად ყირიმ-კონგოს ცხელების შემთხვევები რეგიონში 2013 წელს გამოვლინდა. მას შემდეგ შემთხვევების რაოდენობა ყოველწლიურად მზარდია. 2022 წელს ვირუსული ინფექცია სამცხე-ჯავახეთში 41 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან ორი გარდაიცვალა. დაავადების რთული მიმდინარეობის გამო, პაციენტების ნაწილს თბილისში, რეანიმაციულ განყოფილებაში ათავსებენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S