Accentnews.ge
ვუჩიჩი: სერბეთი მზადაა, უკრაინას იარაღი მიაწოდოს და რუსეთს პარალელურ იმპორტში არ დაეხმარება

ვუჩიჩი: სერბეთი მზადაა, უკრაინას იარაღი მიაწოდოს და რუსეთს პარალელურ იმპორტში არ დაეხმარება

07/06/2023 08:45:20 მსოფლიო

სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრე ვუჩიჩი, რომელიც ბოლო დრომდე ხშირად გამოირჩეოდა პრორუსული პოზიციით და სულ მცირე, სამ თვეში ერთხელ პრეზიდენტ პუტინს ტელეფონით ესაუბრებოდა, პოზიციას იცვლის. ვუჩიჩი წინააღმდეგი აღარაა სერბეთმა უკრაინას იარაღი მიაწოდოს და პირობას დებს, რომ რუსეთს დასავლური სანქციების გვერდის ასავლელად პარალელურ იმპორტში არ დაეხმარება.

როგორც ვუჩიჩმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, მისთვის ცნობილია, რომ სერბეთში წარმოებული საბრძოლო მასალა შუამავლების გამოყენებით უკრაინაში ხვდება.

"შესაძლებელია თუ არა მსგავსი რამ ხდებოდეს? ეჭვიც არ მეპარება, რომ ეს შესაძლებელია. ან რა ალტერნატივა გვაქვს - აღარ ვაწარმოოოთ იარაღი, ან ვაწარმოოთ, მაგრამ არ გავყიდოთ?! " - განაცხადა სერბეთის ლიდერმა.

თავად გამოცემა აღნიშნავს, რომ უკრაინისთვის სერბული იარაღის მიწოდება მნიშვნელოვან ფაქტორად იქცა, რომელიც გავლენას ახდენს კოსოვოსა და სერბი ეთნიკური უმცირესობის დაპირისპირებაში აშშ-ის, ევროკავშირისა და NATO-ს პოზიციის ცვლილებაზე.

ცნობისთვის: კოსოვოს ჩრდილოეთში კომპაქტურად მცხოვრებმა სერბებმა აპრილში მუნიციპალურ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს. არჩევნებზე ამომრჩეველთა მხოლოდ 3,5% მივიდა. გამარჯვებულმა კოსოვოელმა ალბანელებმა კაბინეტების დაკავება პოლიციის ძალით სცადეს. კონფლიქტში ჩაბმა KFOR-ის სამშვიდობო კონტინგნეტს მოუწია. სერბებთან შეტაკებაში მისი 30 მებრძოლის დაშავების მიუხედავად, კოსოვოში აშშ-ის ელჩმა და ევროკავშირის წარმომადგენლებმა კოსოვოს ხელისუფლების ქმედებები დაგმეს და მოუწოდეს რეგიონში სერბთა ავტონომიური მუნიციპალიტეტების ასოციაციის ჩამოყალიბების შესახებ ადრე მიღწეული შეთანხმების რეალიზებისკენ.

"ჩვენს მთავრობას ბალანსირება უწევს, მაგრამ რუსეთისთვის ომში დახმარებას არ ვაპირებთ. ჩვენ გაეროს ყველა რეზოლუციას შევუერთდით, მათ შორის - უკრაინაში რუსეთის შეჭრის დამგმობ დოკუმენტებს. ასევე მივუერთდით დასავლეთის გადაწყვეტილებებს, რომლებიც რუსეთში აკრძალული და ორმაგი დანიშნულების საქონლის რეექსპორტს კრძალავს. ამ გადაწყვეტილებების დარღვევას არ ვაპირებთ" - განაცხადა ვუჩიჩმა, თუმცა არ დააკონკრეტა, აპირებს თუ არა მისი მთავრობა ბრძოლას რუსული პარალელური იმპორტისთვის სერბეთის ტერიტორიის გავლით უკვე ჩამოყალიბებულ უკანონო არხებთან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S