Accentnews.ge
დრონების შეტევის შედეგად რუსეთის კურსკის ოლქში ელექტროსადგური აფეთქდა

დრონების შეტევის შედეგად რუსეთის კურსკის ოლქში ელექტროსადგური აფეთქდა

07/06/2023 08:31:39 მსოფლიო

დრონების საჰაერო შეტევის შედეგად რუსეთის კურსკის ოლქში ელექტროქვესადგური აფეთქდა. ოლქის გუბერნატორი რომან სტაროვოიტი მომხდარში უკრაინულ მხარეს ადანაშაულებს.

"ინციდენტი ღამით სოფელ პოპოვო-ლეჟაჩიში მოხდა. შედეგად რამდენიმე სოფელი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. დაწყებულია აღდგენითი სამუშაოები, რომელთა მიმდინარეობისას ერთი მუშა დაგვიშავდა" - დაწერა ტელეგრამ-არხში სტაროვოიტმა.

მისივე ინფორმაციით, ელექტროქვესადგურის ადგილზე განაღმვითი სამუშაოები ტარდება.

ცნობისთვის: ბოლო პერიოდში რუსეთის კურსკის ოლქი დრონების რეგულარულ სამიზნედ იქცა. რეგიონში უვადოდ მოქმედებს "ტერორისტული საფრთხის" ყვითელი დონე. 2 ივნისს დრონებმა რეგიონის დედაქალაქ კურსკ შეუტიეს, რის შედეგადაც 5 სართულიანი საცხოვრებელი სახლი დაზიანდა. ერთი დღით ადრე აფეთქდა ელექტროქვესადგური კურსკის ოლქის სუჯანის რაიონში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S