Accentnews.ge
"რესტორატორთა ასოციაცია": ვემიჯნებით და ვგმობთ "რეტროში" მომხდარი ძალადობის სამარცხვინო ფაქტს

"რესტორატორთა ასოციაცია": ვემიჯნებით და ვგმობთ "რეტროში" მომხდარი ძალადობის სამარცხვინო ფაქტს

07/06/2023 08:21:41 საზოგადოება

"რესტორატორთა ასოციაციის" წევრები აცხადებენ, რომ რესტორან "რეტროში" მომხდარი ინციდენტი ბღალავს არა მარტო კონკრეტული პიროვნების, არამედ ყოველი რესტორატორის საქმიან რეპუტაციას.

"ჩვენ, რესტორატორთა ასოციაციის წევრები, კატეგორიულად ვემიჯნებით და ვგმობთ ბათუმში, რესტორან "რეტროში" მომხდარი ძალადობის სამარცხვინო ფაქტს! ის, რაც სხვა და სხვა მედიასაშუალების და სოციალური ქსელის მეშვეობით ვიხილეთ, ამაზრზენია და ბღალავს არა მარტო კონკრეტული პიროვნების, არამედ ყოველი რესტორატორის წლების განმავლობაში ნაშენებ საქმიან რეპუტაციასა და იმიჯს!", – ნათქვამია "რესტორატორთა ასოციაციის" განცხადებაში.

ცნობისთვის: პოლიციამ "რეტროს" მფლობელი თეიმურაზ ვარშანიძე მიმტანზე ძალადობის ბრალდებით 4 ივნისის ღამეს დააკავა. გუშინ ბათუმის საქალაქო სასამართლომ რესტორან "რეტროს" მფლობელი თეიმურაზ ვარშანიძე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. იგი საპატიმროს 5 000-ლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ დატოვებს. ბრალდებულისთვის გირაოს შეფარდება პროკურატურამ მოითხოვა. ვარშანიძეს საქმის განხილვის დასრულებამდე დაზარალებულებთან კომუნიკაცია და მიახლოება აეკრძალა. "რეტროს" მფლობელი ხმამაღალი ტონის გამო საზოგადოებას ბოდიშს უხდის, თუმცა ამბობს რომ დამნაშავე არ არის.

შრომის ინსპექციის სამსახურმა "შპს რეტროსა" და "შპს რესტრო 2"-ს სამუშაო პროცესი შეუჩერა და ობიექტები 30 000 ლარით დააჯარიმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S