
ლაგოდეხში ძლიერმა ქარმა ასწლოვანი ხეები მოგლიჯა
07/06/2023 07:12:29 საზოგადოება
დღეს დილიდან ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგებს ებრძვიან. ძლიერმა ქარმა ათეულობით შენობა, ავტომობილი და საცხოვრებელი სახლი დააზიანა.
ასწლოვანი ხეებია მოგლეჯილი ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე. ერთ-ერთი ხე ვიზიტორთა ცენტრს დაეცა. დაზიანებულია შენობის სახურავი და კედლები.
ლაგოდეხში მოგლეჯილი ხე დაეცა საქართველოს მელიორაციის სამსახურის კუთვნილ მანქანას, ასევე ხეებია წაქცეული ნომერი პირველი ბაგა-ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე.
გაწმენდითი სამუშაოები დაწყებული აქვთ მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურებს. მერიის მუდმივმოქმედი კომისიის წევრები ადგილზე იმყოფებიან და შესაბამისი ზიანის აღწერა მიმდინარეობს.