Accentnews.ge
კირბი ლავროვს F-16-ების თაობაზე პასუხობს: "თუ თქვენ გაწუხებთ კიევის სამხედრო შესაძლებლობები, მაშინ გაიყვანეთ ჯარები და დატოვეთ უკრაინა"

კირბი ლავროვს F-16-ების თაობაზე პასუხობს: "თუ თქვენ გაწუხებთ კიევის სამხედრო შესაძლებლობები, მაშინ გაიყვანეთ ჯარები და დატოვეთ უკრაინა"

06/06/2023 19:25:37 მსოფლიო

"თუ თქვენ გაწუხებთ კიევის სამხედრო შესაძლებლობები, მაშინ გაიყვანეთ ჯარები და დატოვეთ უკრაინა", – ასე ეხმიანება აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორი ჯონ კირბი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებას ამერიკული წარმოების F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების თაობაზე.

როგორც კირბიმ განაცხადა, აშშ მხარს უჭერს F-16–ებზე უკრაინელების მომზადებასა და ქვეყნისთვის თანამედროვე მოიერიშეების გადაცემას, თუმცა ბაიდენის ადმინისტრაცია კიევისთვის თვითმფრინავების მიწოდებას არ გეგმავს.

"მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდების მიზანია, დაეხმაროს უკრაინას, დაიცვას ქვეყნის საჰაერო სივრცე და ტერიტორიული მთლიანობა. წერტილი", – განაცხადა კირბიმ.

არაერთმა ქვეყანამ, მათ შორის დიდმა ბრიტანეთმა განაცხადა, რომ სურს, უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების შეძენის კუთხით დახმარება გაუწიოს.

დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა უკრაინისთვის F-16–ების მიწოდების შემთხვევაში დასავლეთი "ომის უფრო მეტად ესკალაციის" შესახებ გააფრთხილა.

"ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ F-16-ებს ბირთვული იარაღის გადატანაც შეუძლიათ. თუ მათ ეს არ ესმით, ცუდი სამხედრო სტრატეგები არიან", – განაცხადა ლავროვმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S