
ფინეთი რუსეთის საელჩოში მომუშავე ცხრა პირს ქვეყნიდან აძევებს
06/06/2023 18:52:19 მსოფლიო
ფინეთი რუსეთის საელჩოში მომუშავე 9 პირს ქვეყნიდან აძევებს.
"ფინეთი ქვეყნიდან ცხრა ადამიანს აძვებს, რომლებიც რუსეთის საელჩოში მუშაობდნენ და ასრულებდნენ სადაზვერვო ფუნქციებს. მათი ქმედება დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის დარღვევაა. საგარეო საქმეთა სამინისტრო ამის შესახებ აცნობებს რუსეთის ელჩს", - ნათქვამია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს იერ გავრცელებულ ინფორმაციაში განცხადებაში.
მოსკოვი უკვე გამოეხმაურა ჰელსინკის გადაწყვეტილებას და განაცხადა, რომ საპასუხოდ რუსეთში ფინეთის საელჩოდან 9 პირს გააძევებს.