Accentnews.ge
ინდოეთმა რუსული წყალქვეშა ნავების შეძენაზე უარი განაცხადა და მათ ნაცვლად გერმანულს შეისყიდის

ინდოეთმა რუსული წყალქვეშა ნავების შეძენაზე უარი განაცხადა და მათ ნაცვლად გერმანულს შეისყიდის

06/06/2023 18:28:47 მსოფლიო

რუსეთი განაგრძობს პოზიციების კარგვას იარაღის ბაზარზე ინდოეთში, რომელიც საბჭოთა დროიდან კრემლისგან იარაღის უმსხვილესი შემსყიდველი იყო. ბოლო წლებში კი რუსულ იარაღზე შეკვეთების 20%-ს უზრუნველყოფდა.

Su-30MKI გამანადგურებლებსა და T-90 ტანკებზე კონტრაქტებზე უარის თქმის შემდეგ ინდოეთმა Ka-226T ვერტმფრენების შესყიდვაზე მოლაპარაკებები გაყინა, ახლა კი უარს ამბობს რუსეთის კიდევ ერთ წინადადებაზე - წყალქვეშა ნავების შესყიდვაზე.

მიუხედავად იმისა, რომ რუსები დელის წარმოების 80%-ის ინდურ ქარხნებში ლოკალიზებას დაჰპირდნენ.

Bloomberg-ის ცნობით, ინდურმა მხარემ კონტრაქტის გერმანიასთან გაფორმება ამჯობინა საკუთარი მოძველებული ფლოტის განსაახლებლად.

Bloomberg-ის ინფორმაციით, ინდოეთს გერმანულ კონცერნ Thyssenkrupp-ის წარმოების 6 წყალქვეშა ნავის შეძენას სურს, რომელიც პროექტის განსახორციელებლად ინდურ Mazagon Dock-თან ერთობლივ საწარმოს შექმნის.

გარიგების მთლიანი თანხა 5,2 მილიარდ დოლარად არის შეფასებული და მისი წინასწარი დამტკიცება მოსალოდნელია ოთხშაბათს, 7 ივნისს, როდესაც გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი ორდღიანი ვიზიტით დელიში ჩავა.

”ეს იქნება დიდი და მნიშვნელოვანი კონტრაქტი არა მხოლოდ გერმანიის ინდუსტრიისთვის, არამედ ინდოეთისთვის და ინდოეთ-გერმანიის სტრატეგიული პარტნიორობისთვის,” - თქვა პისტორიუსმა. ამასთან, მან დასძინა, რომ ინდოეთის კონტრაქტისთვის "სხვა კონკურენტებიც" არსებობენ, მათ შორის საფრანგეთი. რუსული წინადადებამას საერთოდ არ უხსენებია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S