Accentnews.ge
ნატო–ს წარმომადგენელი: ამერიკელი და დასავლელი ოფიციალური პირები ხედავენ ნიშნებს, რომ უკრაინა კონტრშეტევას იწყებს

ნატო–ს წარმომადგენელი: ამერიკელი და დასავლელი ოფიციალური პირები ხედავენ ნიშნებს, რომ უკრაინა კონტრშეტევას იწყებს

06/06/2023 18:48:59 მსოფლიო

აშშ და დასავლელი ოფიციალური პირები ხედავენ ნიშნებს, რომ უკრაინა კონტრშეტევას იწყებს, – ამის შესახებ ნატო–ს წარმომადგენელმა CNN–ს განუცხადა.

"მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. ფორმირების ოპერაციები უკვე, სულ მცირე, ორი კვირაა, მიმდინარეობს, უკრაინულმა ძალებმა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში დაიწყეს რუსული პოზიციების ტესტირება საარტილერიო და სახმელეთო თავდასხმებით, რათა იპოვონ დაუცველი ადგილები, სადაც დაცვის გარღვევას შეძლებენ", – აცხადებს ნატო–ს წარმომადგენელი.

როგორც გამოცემასთან საუბრისას დასავლელი ოფიციალური პირები აღნიშნავენ, ხერსონის რეგიონში მდებარე კახოვკას ჰესის კაშხლის ჩამონგრევამ შესაძლოა, უკრაინის ზოგიერთი გეგმა გაართულოს.

"კერძოდ, ამან შესაძლოა, გაართულოს უკრაინული ძალებისთვის მდინარე დნეპრის გადაკვეთა და რუსულ პოზიციებზე დარტყმა", განუცხადა CNN–ს ორმა დასავლელმა ოფიციალურმა პირმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S