Accentnews.ge
შოიგუ დაღუპული და დაჭრილი რუსი სამხედროების რაოდენობაზე საუბრობს

შოიგუ დაღუპული და დაჭრილი რუსი სამხედროების რაოდენობაზე საუბრობს

06/06/2023 18:27:17 მსოფლიო

რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს განცხადებით, უკრაინამ ფრონტის სხვადასხვა მონაკვეთებზე კონტრშეტევა დაიწყო.

შოიგუმ დაასახელა კონტრშეტევის მოგერიებისას დაღუპული და დაჭრილი რუსი სამხედროების რაოდენობაც.

„სამწუხაროდ, დანაკარგების გარეშე ვერ გამოვედით. სულ მოწინააღმდეგის მოსალოდნელი იერიშის მოგერიებისას დაიღუპა 71 სამხედრო მოსამსახურე, 210 დაიჭრა“, - განაცხადა შოიგუმ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გასული წლის 21 სექტემბრის შემდეგ ფრონტზე დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობა არ გამოუქვეყნებია.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს და გენერალურ შტაბს კონტრშეტევის დაწყების შესახებ ოფიციალურად ჯერ–ჯერობით არაფერი უთქვამთ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S