Accentnews.ge
უკრაინა: ხერსონიდან 1 364 ადამიანია ევაკუირებული, დატბორილია ხიდები, რაც დასახლებულ ადგილებამდე მისვლას ართულებს

უკრაინა: ხერსონიდან 1 364 ადამიანია ევაკუირებული, დატბორილია ხიდები, რაც დასახლებულ ადგილებამდე მისვლას ართულებს

06/06/2023 18:08:38 მსოფლიო

უკრაინის ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარე ალექსანდრე პროკუდინი აცხადებს, რომ კახოვკას ჰესის აფეთქების გამო ამ დროისთვის რეგიონიდან 1 364 ადამიანია ევაკუირებული.

მისი ცნობით, ხერსონის ოლქის უკრაინის მიერ კონტროლირებად ნაწილში მდებარე 1000-ზე მეტი სახლი უკვე წყლითაა დაფარული.

პროკუდინის ინფორმაციით, დატბორილია ხიდები, რაც დასახლებულ ადგილებამდე მისვლას ართულებს:

„კახოვკას წყალსაცავიდან წყალი დინებას აგრძელებს და ოლქის დასახლებებში იტბორება. მხოლოდ სოფელ ტიახინკაში დატბორილია 2 ხიდი და 33 სახლი. ოდრადოკამიანკაში ხიდია დატბორილი, რაც დასახლებამდე მისვლას ართულებს. სოფელ კოზაცკეში 30 სახლი დაიტბორა“.

უკრაინის ეკონომიკის მინისტრ იულია სვირიდენკოს განცხადებით, ახლა ქვეყნის ხელისუფლების მთავარი ამოცანაა, ხერსონის რეგიონის მოსახლეობის უსაფღტხო ადგილზე რაც შეიძლება სწრაფად გადაყვანა.

"რასაც ჩვენ ახლა ვცდილობთ, რომ გავაკეთოთ, არის ხალხის ევაკუაცია რაც შეიძლება სწრაფად", – განაცხადა მან.

დღეს უკრაინამ განაცხადა, რომ რუსული ძალებმა კახოვკას ჰესი ააფეთქეს. კრემლი ბრალდებებს უარყოფს და კიევს ადანაშაულებს ჰესის "განზრახ დივერსიაში", რომელიც წყლით ამარაგებს სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინის დიდ ნაწილს, მათ შორის ზაპორიჟიეს ატომურ სადგურსა და ყირიმის ნახევარკუნძულს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S