ზელენსკი: წელს ვილნიუსში უნდა გადაწყდეს, რომ უკრაინა ნატო-ს წევრი იქნება, ტერორმა უნდა წააგოს
06/06/2023 13:59:09 მსოფლიო
წელს ვილნიუსში უნდა გადაწყდეს, რომ უკრაინა ნატო-ს წევრი იქნება, ტერორმა უნდა წააგოს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ “ბუქარესტის ცხრიანის” სამიტის მონაწილეების წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
“სამწუხაროდ, წელიწადზე მეტია, რაც რუსეთი აკონტროლებს კაშხალსაც და მთლიანად კახოვკას ჰესს. მისი გარედან აფეთქება დაბომბვებით, ფიზიკურად შეუძლებელია. იგი დანაღმული იყო. დანაღმული სწორედ რუსი ოკუპანტების მიერ და მათ მიერ აფეთქებული”, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, “უნდა გაირკვეს, რომ უკრაინა ნატო-ს წევრი იქნება, და ეს მხოლოდ უკრაინის შეერთების მოწვევამ შეიძლება, გაარკვიოს.”


