Accentnews.ge
გერმანიის კანცლერი კახოვკას ჰესის აფეთქებას ომის "ახალ განზომილებას" უწოდებს

გერმანიის კანცლერი კახოვკას ჰესის აფეთქებას ომის "ახალ განზომილებას" უწოდებს

06/06/2023 11:24:21 მსოფლიო

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი კახოვკას ჰესის აფეთქებას ომის "ახალ განზომილებას" უწოდებს.

შოლცის თქმით, ჰიდროელექტროსადგურის აფეთქება "შეესაბამება იმას, თუ როგორ აწარმოებს პუტინი [უკრაინაში] ომს". ამასთან, იგი აღნიშნავს, რომ გერმანიის ხელისუფლება ყურადღებით და შეშფოთებით ადევნებს თვალს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს.

"რუსეთი ყოველთვის უტევს სამოქალაქო ობიექტებს - ქალაქებს, სოფლებს, საავადმყოფოებს, სკოლებს, ინფრასტრუქტურულ ობიექტებს. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ უკრაინას მხარი დავუჭიროთ - ფინანსური თვალსაზრისით და ასევე, იარაღის მიწოდებით", - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S