დანილოვი: უკრაინის გათავისუფლების დრო დადგა და ამას ვერცერთი რუსი ვერ შეაჩერებს
06/06/2023 10:38:59 მსოფლიო
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის ოლექსი დანილოვის განცხადებით, კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის აფეთქებით რუსეთი ღიად აცხადებს თავის ნამდვილ მიზანს.
"რუსეთი მივიდა თავისი ჭეშმარიტი მიზნის ღიად გამოცხადების ეტაპამდე - უკრაინის განადგურება, უკრაინელების მკვლელობა, ეკონომიკის განადგურება და მოსახლეობის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სტრუქტურების განადგურება. რუსეთისა და პუტინის ისტორიიდან გაქრობის გარდაუვალობის მოლოდინში, ყალბი ნიღბები აღარ არის საჭირო“, - დაწერა დანილოვმა „ფეისბუქზე“.
მისივე თქმით, გაიმართა უკრაინის შეიარაღებული ძალების უმაღლესი სარდლის შტაბის სხდომა.
„მოკლედ შტაბის შეხვედრის შედეგების შესახებ - ვერაფერი და ვერავინ, ვერცერთი რუსი ვერ შეაჩერებს უკრაინის გათავისუფლებას, რომლის დროც დადგა“, - წერს დანილოვი სოციალურ ქსელში.


