Accentnews.ge
კლევერლი: მშვიდობის მიღწევის უსწრაფესი გზა პუტინის მიერ უკრაინიდან ჯარების გაყვანაა

კლევერლი: მშვიდობის მიღწევის უსწრაფესი გზა პუტინის მიერ უკრაინიდან ჯარების გაყვანაა

06/06/2023 05:51:50 მსოფლიო

მშვიდობის მიღწევის უსწრაფესი გზა პუტინის მიერ უკრაინიდან ჯარების გაყვანაა, – ამის შესახებ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლევერლიმ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დიმიტრო კულებასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, დიდი ბრიტანეთი უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს .

"კვლავ გავიმეორებ, რომ მშვიდობისკენ უსწრაფესი და უმოკლესი გზა არის პუტინის მიერ ჯარების გაყვანაა უკრაინის ტერიტორიიდან. სანამ იგი ამას გააკეთებს, უკრაინისთვის საუკეთესო გზაა, გააგრძელოს საკუთარი მიწების დაცვა. დიდი ბრიტანეთი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, მათ შორის საერთაშორისო პლატფორმებზე. იმიტომ, რომ - კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ - ეს ეხება არა მხოლოდ უკრაინის, არამედ გლობალური სტრუქტურის დაცვას, რომელიც იცავს ჩვენს ეკონომიკასა და უსაფრთხოებას", - განაცხადა კლევერლიმ.

კლევერლიმ ასევე თქვა, რომ 21-22 ივნისს ლონდონში გაიმართება კონფერენცია უკრაინის ომის შემდგომი აღდგენის შესახებ, რომელზეც მოწვეული იქნებიან წარმომადგენლები მთელი მსოფლიოდან.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინაში ვიზიტით 5 ივნისს ჩავიდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S