Accentnews.ge
პრეზიდენტი: ვგმობ რუსეთის მიერ ჩადენილ კიდევ ერთ მძიმე ომის დანაშაულს, საქართველო უკრაინის გვერდით დგას

პრეზიდენტი: ვგმობ რუსეთის მიერ ჩადენილ კიდევ ერთ მძიმე ომის დანაშაულს, საქართველო უკრაინის გვერდით დგას

06/06/2023 07:38:26 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი საომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ "საშინელი თავდასხმა ,,ნოვა კახოვკას" კაშხალზე რუსეთის სასტიკ ტაქტიკას კიდევ ერთხელ აჩვენებს".

"კატეგორიულად ვგმობ რუსეთის მიერ ჩადენილ კიდევ ერთ მძიმე ომის დანაშაულს. საშინელი თავდასხმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, ,,ნოვა კახოვკას" კაშხალზე კიდევ ერთხელ აჩვენებს რუსეთის სასტიკ ტაქტიკას. ომის ამ დანაშაულებებს სამართლებრივად უნდა გაეცეს პასუხი. საქართველო უკრაინის გვერდით დგას!", – წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციამ დღეს დილით განაცხადა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქალაქ კახოვკასთან მდებარე პიდროელექტროსადგურის კაშხალი ააფეთქეს, რის გამოც ოლქის პოლიციას და საგანგებო სიტუაციების სამსახურს დაევალა მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირზე, პოტენციური დატბორვის ზონაში მდებარე დასახლებული პუნქტებიდან მოქალაქეების ევაკუაცია. ამ ზონაში 10 სოფელი და ქალაქ ხერსონის ნაწილი შედის.

ხერსონის ოლქის ქალაქი კახოვკა მდებარეობს მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე, რომელიც ამჟამად რუსეთის მიერაა ოკუპირებული. დნეპრის მარჯვენა ნაპირი, მათ შორის ქალაქი ხერსონი უკრაინის ხელისუფლების კონტროლქვეშაა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S