
ფრიდი: არ მესმის, რატომ უნდა სურდეს საქართველოს მთავრობას ფსონის რუსეთზე დადება
06/06/2023 07:15:24 ციტატა
"არ მესმის, რატომ შეიძლება, საქართველოს მთავრობამ ფსონი რუსეთზე დადოს, რადგან ეს ახლა კარგ გადაწყვეტილებად არ გამოიყურება. სად ხედავს „ქართული ოცნების“ მთავრობა საქართველოს მომავალს - დასავლეთთან თუ მოსკოვთან? დიახ, საქართველო რთულ გეოგრაფიულ ადგილასაა, მაგრამ ვშიშობ, საქართველოს შფოთვა მოსკოვის მიმართ სინამდვილეში არათუ გააძლიერებს მის პოზიციებს, არამედ დაასუსტებს", - ამის შესახებ "ატლანტიკური საბჭოს" უფროსმა მკვლევარმა დენიელ ფრიდმა "ამერიკის ხმასთან" საუბრისას განაცხადა.