კულება - ჰესის აფეთქებაზე: ეს ბოლო ათწლეულების განმავლობაში ევროპაში მომხდარი ყველაზე დიდი ტექნოლოგიური კატასტროფაა
06/06/2023 07:04:15 მსოფლიო
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის აფეთქებას ევროპაში ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე დიდ ტექნოლოგიურ კატასტროფად აფასებს.
მისი თქმით, "რუსულმა ძალებმა ომის კიდევ ერთი საშინელი დანაშაული ჩაიდინეს".
„რუსეთმა კახოვკსკას კაშხალი გაანადგურა, რამაც გამოიწვია ევროპაში ალბათ ყველაზე დიდი ტექნოლოგიური კატასტროფა ბოლო ათწლეულების განმავლობაში და ათასობით მშვიდობიანი მოსახლე საფრთხეში ჩააგდო. ეს არის ომის საზარელი დანაშაული. რუსეთის, 21-ე საუკუნის უდიდესი ტერორისტის შეჩერების ერთადერთი გზა არის მისი გაძევება უკრაინიდან“, - წერს კულება სოციალურ ქსელში.
ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციამ დღეს დილით განაცხადა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქალაქ კახოვკასთან მდებარე პიდროელექტროსადგურის კაშხალი ააფეთქეს, რის გამოც ოლქის პოლიციას და საგანგებო სიტუაციების სამსახურს დაევალა მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირზე, პოტენციური დატბორვის ზონაში მდებარე დასახლებული პუნქტებიდან მოქალაქეების ევაკუაცია. ამ ზონაში 10 სოფელი და ქალაქ ხერსონის ნაწილი შედის.
ხერსონის ოლქის ქალაქი კახოვკა მდებარეობს მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე, რომელიც ამჟამად რუსეთის მიერაა ოკუპირებული. დნეპრის მარჯვენა ნაპირი, მათ შორის ქალაქი ხერსონი უკრაინის ხელისუფლების კონტროლქვეშაა.


