Accentnews.ge
საქსტატი - ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს სავაჭრო ბრუნვა 3.8 პროცენტით შემცირდა

საქსტატი - ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს სავაჭრო ბრუნვა 3.8 პროცენტით შემცირდა

19/11/2019 08:10:08 ეკონომიკა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მონაცემების თანახმად, საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში 2019 წლის იანვარ-ოქტომბერში 685.2 მლნ. აშშ დოლარის ექსპორტი განხორციელდა, რაც 14.2 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 22.6 პროცენტს შეადგენს.

სტატისტის ეროვნული სამსახურის ცნობით, ამ პერიოდში, ევროკავშირის ქვეყნებიდან იმპორტის მოცულობამ 1 889.0 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია, 9.0 პროცენტით ნაკლები და მთლიანი იმპორტის 25.8 პროცენტს შეადგენს.

სავაჭრო ბრუნვა ევროკავშირის ქვეყნებთან 2 574.2 მლნ. აშშ დოლარზე დაფიქსირდა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 3.8 პროცენტით ჩამორჩება. რაც შეეხება სავაჭრო დეფიციტს 2019 წლის იანვარ-ოქტომბერში მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში მისი წილი 28.0 პროცენტით განისაზღვრა.

ამასთან, 2019 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან დსთ-ის ქვეყნებში ექსპორტირებულია 1 610.6 მლნ. აშშ დოლარის საქონელი, რაც 22.5 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. იმპორტის მოცულობა კი, 1 927.2 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა (12.5 პროცენტით ნაკლები).

მთლიანად სავაჭრო ბრუნვამ დსთ-ის ქვეყნებთან 3 537.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 0.6 პროცენტით მეტია. რაც შეეხება სავაჭრო დეფიციტს 2019 წლის იანვარ-ოქტომბერში მისი წილი მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში 7.4 პროცენტი იყო.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის  წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10 366.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 0.5 პროცენტით მეტია.

 

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S