კულება: უკრაინას კონტრშეტევისთვის საკმარისი იარაღი აქვს
05/06/2023 18:44:02 მსოფლიო
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ კონტრშეტევისთვის კიევს საკმარისი იარაღი აქვს.
კულებას თქმით, კონტრშეტევა უკრაინას გამარჯვებას მოუტანს, რომელიც მას ნატო–ში გასაწევრიანებლად სჭირდება.
მისი განცხადებით, "უკრაინის ნატო–ში გაწევრიანება ალბათ მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი".


