Accentnews.ge
კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი: მოვითხოვთ შენარჩუნებული იქნას კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დამოუკიდებლობა

კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი: მოვითხოვთ შენარჩუნებული იქნას კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დამოუკიდებლობა

05/06/2023 18:15:36 საზოგადოება

გვინდა გამოვხატოთ წუხილი ბოლო დროინდელ პროცესებთან დაკავშირებით და მოვითხოვთ შენარჩუნებული იქნას კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დამოუკიდებლობა, ხოლო სამუშაო პროცესი წარიმართოს კინოინდუსტრიის წარმომადგენლებსა და კინოცენტრში დასაქმებული პირებს შორის ღია თანამშრომლობით, – ამის შესახებ კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ღია წერილშია ნათქვამი.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ არსებობის 22 წლის განმავლობაში ეროვნული კინოცენტრი იქცა ერთადერთ და საკვანძო მნიშვნელობის მქონე სახელმწიფო ინსტიტუციად ქართული კინოსექტორისათვის. მისი მნიშვნელობა კი განპირობებულია აქ დასაქმებული ადამიანების პროფესიონალიზმით, სიყვარულით ქართული კინოსადმი, საერთო იდეითა და სურვილით, რომ ჩვენმა კულტურამ დაიმკვიდროს მსოფლიოში მნიშვნელოვანი ადგილი.

„ბოლო წლებში, კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის იმიჯი შელახულია და საზოგადოების ნაწილის ნდობა კინოცენტრისადმი საკმაოდ შერყეულია. ვინაიდან ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია ნებისმიერი ადამიანის დამოკიდებულება, გვინდა გამოვხატოთ წუხილი ბოლო დროინდელ პროცესებთან დაკავშირებით და მოვითხოვთ შენარჩუნებული იქნას კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დამოუკიდებლობა, ხოლო სამუშაო პროცესი წარიმართოს კინოინდუსტრიის წარმომადგენლებსა და კინოცენტრში დასაქმებული პირებს შორის ღია თანამშრომლობით. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობს საფრთხე, რომ კინოცენტრი გახდეს საზოგადოებისათვის დახურული ორგანიზაცია, რომელიც კარგავს შეხების წერტილს დარგის წარმომადგენლებთან და წყვეტს გულწრფელ კომუნიკაციას საზოგადოებასთან“, – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს ეროვნული კინოცენტრის სახელით 2 ივნისს სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა განცხადება, რომელშიც კინოცენტრის ყოფილი ხელმძღვანელის გაგა ჩხეიძისთვის პრიზის გადაცემასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე გოეთეს ინსტიტუტს უპასუხეს და ის „მცდარი და ფარისევლური ბრალდებების“ გავრცელებაში დაადანაშაულეს.

გაგა ჩხეიძემ გამოთქვა ეჭვი, რომ განცხადება არ დაწერილა ეროვნულ კინოცენტრში და არ ყოფილა შეთანხმებული კინოცენტრის თანამშრომლებთან, რადგან კინოცენტრის რამდენიმე თანამშრომელი გაემიჯნა განცხადებას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S