
"ისთ ფოინთის" გარდა, მოქალაქეთა ევაკუაცია "თბილისი ცენტრალიდანაც" მიმდინარეობს
05/06/2023 16:49:17 საზოგადოება
სავაჭრო ცენტრ "თბილისი ცენტრალიდან" ამ წუთებში მოქალაქეთა ევაკუაცია მიმდინარეობს.
აღნიშნულის მიზეზად შენობაში ბომბის შესაძლო არსებობის შესახებ შეტყობინება სახელდება.
ცოტა ხნის წინ მსგავსი მიზეზით ევაკუაცია სავაჭრო ცენტრ "ისთ ფოინთშიც" გამოცხადდა.
დღეს საქართელოს რამდენიმე სასამართლოშიც გამოცხადდა ევაკუაცია. მოგვიანებით, აღმოჩნდა, რომ ეს ცრუ განგაშების სერია იყო და შენობები დანაღმული არ ყოფილა.