Accentnews.ge
"ისთ ფოინთი": საინფორმაციო ცენტრში დაფიქსირდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ სავაჭრო ცენტრი დანაღმულია

"ისთ ფოინთი": საინფორმაციო ცენტრში დაფიქსირდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ სავაჭრო ცენტრი დანაღმულია

05/06/2023 16:40:59 საზოგადოება

სავაჭრო ცენტრი "ისთ ფოინთი" აცხადებს, რომ საინფორმაციო ცენტრში შევიდა ინფორმაცია, რომ ობიექტი დანაღმულია.

„შეტყობინების დაფიქსირებისთანავე უსაფრთხოების ინსტრუქციის თანახმად მივმართეთ 112-ს. ამ ეტაპზე 112-ის უსაფრთხოების პროტოკოლის შესაბამისად, მიმდინარეობს ევაკუაცია და მთელი ღამის განმავლობაში ჩატარდება სამუშაოები. სავაჭრო ცენტრი მუშაობას ხვალ 10:00 საათიდან განაგრძობს“, – ნათქვამია "ისთ ფოინთის" განცხადებაში.

დღეს საქართელოს რამდენიმე სასამართლოშიც გამოცხადდა ევაკუაცია. მოგვიანებით, აღმოჩნდა, რომ ეს განგაშების სერია ცრუ იყო და შენობები დანაღმული არ ყოფილა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S