
ამერიკელი გენერალი: უკრაინა კონტრშეტევისთვის ძალიან კარგად არის მომზადებული
05/06/2023 15:40:28 მსოფლიო
აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელის, გენერალ მარკ მილის განცხადებით, "რუსეთის წინააღმდეგ კონტრშეტევისთვის უკრაინა ძალიან კარგად არის მომზადებული, თუმცა ამის მიუხედავად, ძალიან ნაადრევია იმის თქმა, თუ რა შედეგები მოჰყვება კონტრშეტევას".
„უკრაინელები ომში არიან, რომელიც ეგზისტენციალური საფრთხეა ქვეყნის გადარჩენისთვის და გაცილებით დიდი მნიშვნელობა აქვს დანარჩენი მსოფლიოსთვის“, - განაცხადა ამერიკელმა გენერალმა.
4 ივნისს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ქვეყანა მზადაა, კონტრშეტევა დაიწყოს.
„ვფიქრობ, სადღეისოდ ჩვენ მზად ვართ ამის გასაკეთებლად. ჩვენ გვსურს გარკვეული რაღაცები გვქონდეს, მაგრამ ამას თვეობით ვერ დაველოდებით“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ კონტრშეტევა წარმატებული იქნება, თუმცა, მისი თქმით, რამდენ ხანს გაგრძელება ის უცნობია.
„ყველამ მშვენივრად იცის, რომ მსოფლიოში ნებისმიერი კონტრშეტევა ცაზე კონტროლის გარეშე ძალიან საშიშია. თუ ყველამ იცის, რომ ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ცა, მაშინ რაში მდგომარეობს პრობლემა, რომ მოგვაწოდონ თანამედროვე თვითმფრინავებით?“, - განაცხადა ზელენსკიმ.