Accentnews.ge
ბელგოროდის გუბერნატორი: აღდგენისთვის საჭირო თანხები აღარ მოგვეპოვება

ბელგოროდის გუბერნატორი: აღდგენისთვის საჭირო თანხები აღარ მოგვეპოვება

05/06/2023 12:33:40 მსოფლიო

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი აცხადებს, რომ ფონდში, რომელიც სროლით დაზიანებული შენობების აღდგენის მიზნით შეიქმნა, საკმარისი თანხები არ არსებობს. ორშაბათს გამართულ სხდომაზე გლადკოვმა ასევე აღნიშნა, რომ შებეკინოს რაიონში აღდგენის სამუშაოების დაწყება ჯერ–ჯერობით არ ხერხდება.

გლადკოვი არ აკონკრეტებს, რა ოდენობის თანხაა საჭირო სამუშაოებისთვის ან რამდენია მიყენებული ზარალი.

შებეკინოს ოლქის ხელმძღვანელმა ვლადიმირ ჟდანოვმა განაცხადა, რომ ერთი კვირის განმავლობაში სროლის შედეგად დაზიანდა ან სრულად დაინგრა 1 150 ბინა 67 საცხოვრებელ კორპუსში და 370 კერძო სახლი.

უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარე შებეკინოში და მის მოსაზღვრე დასახლებულ პუნქტებში გასულ კვირაში სროლა გახშირდა, ხალხმა ქალაქის დატოვება დაიწყო, თუმცა სავალდებულო ევაკუაცია არ გამოცხადებულა. მცხოვრებთა ნაწილი ბელგოროდის თავშესაფარში განათავსეს, ბავშვები სხვა რეგიონებში მდებარე ბანაკებში გაჰყავთ.

ოლქის ხელმძღვანელი პირები სროლაში უკრაინას ადანაშაულებენ, თუმცა უკრაინის მხარე რუსეთის ტერიტორიაზე ცეცხლის გახსნაზე ან სახელმწიფო საზღვრის მეორე მხარეს საომარ მოქმედებებზე არაფერს იუწყება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S