
თბილისის საქალაქო სასამართლოდან ევაკუაცია განხორციელდა
05/06/2023 11:50:17 საზოგადოება
თბილისის საქალაქო სასამართლოში ევაკუაცია გამოცხადდა. მინიმუმ რამდენიმე პროცესი გადაიდო.
ერთ-ერთი საქმე, რომლის განხილვაც გადაიდო 3 ივნისს დაკავებული ედუარდ მარიკაშვილის საქმეა. "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" ხელმძღვანელის ადვოკატს უთხრეს, რომ პროცესის გადადების მიზეზი სასამართლოში გამოცხადებული ევაკუაცია იყო.
შენობებში ბომბების შესახებ შეტყობინება რეგიონების სასამართლოებშიც შევიდა.
ეს არ არის დღეს პირველი შემთხვევა საჯარო დაწესებულებაში ევაკუაციის გამოცხადებაზე. როგორც ცნობილია, დღეს ანალოგიური სახის შეტყობინება არაერთ დაწესებულებაში, მათ შორის, სკოლებშიც შევიდა.