Accentnews.ge
„საქართველოს ბანკი“ Global Finance-მა ხელოვნური ინტელექტის კატეგორიაში გამარჯვებულად დაასახელა

„საქართველოს ბანკი“ Global Finance-მა ხელოვნური ინტელექტის კატეგორიაში გამარჯვებულად დაასახელა

05/06/2023 09:56:00 ეკონომიკა, რეკლამა

საერთაშორისო გამოცემა Global Finance-ის მიერ „საქართველოს ბანკი“ „AI-ს მიმართულებით ფინანსურ სექტორში 2023 წლის ინოვატორების“ კატეგორიაში „ქართული მეტყველების ტექნოლოგიების“ განვითარების პროცესში შეტანილი წვლილისთვის გამარჯვებულად დასახელდა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მისი ცნობით, საქართველოს ბანკი პირველი ფინანსური ინსტიტუტია ქვეყანაში, რომელიც „ქართული მეტყველების ტექნოლოგიების“ განვითარებაზე მუშაობს და მიზნად ქართული ენის გაციფრულებას ისახავს.

ბანკმა, ამ მიმართულებით, აქტიურად მუშაობა 2020 წლიდან დაიწყო. მისი საქმიანობის არეალი კი აზრის გაგების, ზეპირი მეტყველების გატექსტებისა და კითხვა-პასუხის რეჟიმის ავტომატიზებას მოიცავს. აღნიშნულ ინსტრუმენტებს ბანკი ყოველდღიური საქმიანობის პროცესებში ნერგავს, რისი მეშვეობითაც და ხვეწს ტექნოლოგიებს მუდმივად ავითარებს.

„დღეს, ტექნოლოგიურ ეპოქაში, ქართულ ენაზე მოსაუბრეთა მცირე რიცხვის გამო, ქართული ენა ხშირად გიგანტური კომპანიების ყურადღების მიღმა რჩება. ამიტომ, „საქართველოს ბანკმა“, როგორც წამყვანმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ, აქტიურად დაიწყო მუშაობა ქართული ენის გაციფრულებაზე, რითაც მას ახალ ფუნქციურ როლსა და სიცოცხლეს შესძენს, აქცევს სრულად ტექნოლოგიებზე მორგებულ ენად და დაიცავს ციფრულ სამყაროში დაკარგვის საფრთხისგან. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი ძალისხმევა ისეთმა გავლენიანმა გამოცემამ აღიარა, როგორიც Global Finance-ია. აღნიშნული ჯილდო ხაზს უსვამს ჩვენი ინიციატივის მნიშვნელობას, შევიტანოთ წვლილი ქართული ფინანსური ტექნოლოგიების სფეროს განვითარებაში. ყოველი ახალი საერთაშორისო აღიარება კი გვაძლევს მოტივაციას, რომ არ გავჩერდეთ“, - აღნიშნავს „საქართველოს ბანკის“ მონაცემთა კვლევითი ლაბორატორიის ხელმძღვანელი ირაკლი გოგატიშვილი.

ბანკის ცნობითვე, 2023 წლის გლობალური ინოვატორების ჯილდოს ფარგლებში, Global Finance-ის საერთაშორისო გუნდმა წელს მეთერთმეტედ შეაფასა ბანკების, ორგანიზაციების და ფინტექ კომპანიების პროდუქტები და სერვისები. ინოვატორების ჯილდო მფლობელები კი ის კომპანიები გახდნენ, რომლებიც ახალ, ინოვაციურ პროდუქტებსა და ინსტრუმენტებს ქმნიან, რომელიც ტექნოლოგიურ განვითარებას ხელს უწყობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S