
"რეტრო" 15-ვე თანამშრომელმა დატოვა, რესტორანში შრომის ინსპექცია შევიდა
05/06/2023 08:18:04 საზოგადოება
ბათუმში, რესტორანი "რეტრო", რომლის მფლობელი თეიმურაზ ვარშანიძე მიმტანზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს, 15-ვე თანამშრომელმა დატოვა. დღეს დილიდან რესტორანი აღარ გაიხსნა.
რესტორანში შრომის ინსპექციაა შესული, რომელიც თანამშრომლების მიმართ შრომის უფლებები დარღვევას შეისწავლის.
ობიექტის მფლობელი ძალადობის მუხლით არის დაკავებული.
მანამდე, “რეტროს” ერთ-ერთმა თანამშრომელმა სოციალურ ქსელში ვიდეოჩანაწერი გაავრცელა, რომელზეც ასახულია, რომ სავარაუდოდ, რესტორნის მფლობელი თანამშრომელს ხელს კრავს და დაწესებულებიდან აგდებს.
მისი ინფორმაციით, რესტორნის მფლობელმა თეიმურაზ ვარშანიძემ თანამშრომელზე ფიზიკური ძალადობა ქუჩაშიც გააგრძელა.
შინგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.